The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი გეგეშიძე

გიორგი გეგეშიძე
Date of birth:1924
Date of death:1971  (at 47 years)
Category:Public official, Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ხაშური.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი ინჟინერ-ენერგეტიკოსის კვალიფიკაციით 1945 წელს.

შრომითი საქმიანობა ქ. თბილისის პირველი მაისის რაიონის ახალგაზრდულ ორგანიზაციაში დაიწყო, შემდეგ მუშაობდა თბილისის ორთქლმავალ-ვაგონშემკეთებელ ქარხანაში, საიდანაც 1952 წელს, სამუშაოდ რუსთავში იქნა გადაყვანილი; 1953 წლის აპრილიდან დააწინაურეს ქ. თბილისის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომის თავმჯდომარედ, შემდგომ არჩეულ იქნა საქართველოს კპ აფხაზეთის საოლქო კომიტეტის პირველ მდივნად; 1956 წლიდან იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს კპ ცკ-ში მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილებას, შემდგომ აირჩიეს ქ. თბილისის პარტიის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივნად; 1961 წლის სექტემბრიდან იგი საქართველოს კპ ცკ-ის მდივნის თანამდებობაზე იყო მრეწველობის დარგში; 1962 წლიდან ხელმძღვანელობდა რესპუბლიკის მშენებლობისა და მრეწველობის მართვის ბიუროს. ამ პერიოდში იგი აქტიურად მოღვაწეობდა თბილისის მეტროპოლიტენის, სპორტის სასახლის, რუსთავის ქიმიური კომბინატის, თბილისის ელმავალმშენებელი ქარხნისა და სხვა უმნიშვნელოვანესი სამრეწველო ობიექტების მშენებლობისას. 1961 წელს დაიცვა საკანდიდატო, ხოლო 1968 წელს - სადოქტორო დისერტაციები; 1966 წლიდან სათავეში ჩაუდგა თბილისის ხელსაწყოთმშენებლობისა და ავტომატიზაციის საშუალებათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტს. მისი ინიციატივით საფუძველი ჩაეყარა სამეცნიერო-საწარმოო გაერთიანება "ელვას", რომლის მიღწევები მსოფლიოში იყო აღიარებული; ნაყოფიერ პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში წარმოების ორგანიზაციისა და ეკონომიკის კათედრაზე ჯერ დოცენტის, ხოლო შემდეგ პროფესორის თანამდებობაზე; არჩეული იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტადად, აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს დეპუტატად. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.370; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.39; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი,. 2016.- გვ. 66-67

Awards and Honors

  • შრომის წითელი დროშის ორდენი (2 ორდენი)

Bibliography


Share: