Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლალი კანდელაკი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სტუდია 1990 წელს. 1990-1997წწ. იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; 1997-2003წწ. ქ. მერსინის(თურქეთი) ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; 2003 წელს ქ. ბუდაპეშტის "Art-balet"-ის წამყვანი სოლისტი; 2004 წლიდან კვლავ თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; 2011-2013წწ. თბილისის საბალეტო დასის გამგე; ქართული რეპერტუარი: ჯავარა (დ. თორაძე "გორდა"), გ. ალექსიძის ერთ აქტიან ყველა ბალეტში წამყვანი პარტია; სხვა რეპერტუარი: ოდეტა-ოდილია, მაშა (ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "მაკნატუნა"), ჯულიეტა (პროკოფიევი "რომეო და ჯულიეტა"), ჰამზათი, ჩელიტა (მინკუსი "ბაიადერა", "დონ კიხოტი"), ჟიზელი (ადანი "ჟიზელი"), ბესი(გერშვინი-ოძელი "პორგი და ბესი", მ. ლავროვსკის ქორეოგრაფია), ლაურენსია (კრეინი "ლაურენსია"), ბოშა (ბონერი "ორი მტრედი"), ტიტანია(მაკინტაიერი "ზაფხულის ღამის სიზმარი"); სოლო პარტიები: ბახი "ჩაკონა", ბალანჩინი "სერენადა", "ვესტერნ-სიმფონია", "კონსერვატორია", "Skepping Stones", "ტარანტელა" (გოშტალკი), წითელი გველი (როტმანსკი "სიზმრები იაპონიაზე"); გასტროლები: საბერძნეთი, ინგლისი, გერმანია, ავსტრია, კორეა, შვედეთი, ჩინეთი, იაპონია, ეგვიპტე, უკრაინა. პრიმა - ბალერინა. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 237 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |