შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ხაშური. დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი 1959 წელს (სამშენებლო), ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1965 წელს (ვოკალური). 1966-1978წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი-სტაჟიორი, 1968 წლიდან სოლისტი (ბარიტონი); საქართველოს ფილარმონიის ვაჟთა ვოკალური კვარტეტის წევრი; ქართული რეპერტუარი: მსახურთუხუცესი (ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი"), მჭედელი (ა. ბუკია "სამი მჭედელი", საკონცერტო შესრულება 1970 წელს), პოეტი, მაცნე(ო. თაქთაქიშვილი "სამი ნოველა", "მინდია"), ბუღალტერი (ა. ბალანჩივაძე "ოქროს ქორწილი"), მგელი (მამისაშვილი "ბაქია-ბაჭია"), ინდაური, ხის მჭრელი" (ნ. გოკიელი "წითელქუდა"); კანტატა-ორატორია: ი. გეჯაძე ორატორია "მარადისობა" (პირველი შესრულება 1983 წელს), ა. ჩიმაკაძე "ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი "ფიროსმანის სიმღერა"; სხვა რეპერტუარი: ბარტოლო, ფიორელო(როსინი "სევილიელი დალაქი"), პორგი(ჯ. გერშვინი "პორგი და ბესი"), ბარონი, მარულო, ჩეპრანო (ვერდი "ტრავიატა", "რიგოლეტო"), ჰენრიხი (ვაგნერი "ლოენგრინი"), დანკაირო (ბიზე "კარმენი"), იამადორი, ანჟელოტი (პუჩინი "ჩიო-ჩიო-სანი", "ტოსკა"), შაკლოვიტი, მიტიუხ (მუსორგსკი "ბორის გოდუნოვი"), ბანდურისტი (პროკოფიევი "სემიონ კოტკო"); გასტროლები: აშშ (1974, 1985), ჩეხოსლოვაკია (1978) ვოკალურ კვარტეტთან ერთად. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 238
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |