შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქეთევან კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი (ვოკალური). 1937-1940წწ. იყო საქართველოს ეთნოგრაფიული ანსამბლის წევრი (ხელმძღვანელი კ. პაჭკორია); მსახიობ-მომღერალი საქართველოს სახელმწიფო ესტრადასთან არსებული სახელმწიფო ანსამბლის წევრი; 1942-1969წწ. შეთავსებით მუშაობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მომღერლად; 1951 წლიდან იყო თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს სიმღერისა დ ცეკვის ანსამბლისა და კვარტეტის წევრი (ხელმძღვანელი ს. მირიანაშვილი); შესრულებული აქვს სიმღერები კინოფილმებში, მათ შორის: "ნარინჯის ველი", "ჯურღაის ფარი" (1973, 1944, რეჟისორი ნ. შენგელაია), "ჭირვეული მეზობლები" (1945, შ. მანაგაძე), "ბედნიერი შეხვედრა" (1949, რეჟისორი ნ. სანიშვილი), "წისქვილი ქალაქის გარეუბანში" (1981); გასტროლები: გდრ (1965, 1973), პოლონეთი (1973) ანსამბლთან ერთად. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 239 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |