The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქეთევან კაპანაძე

ქეთევან კაპანაძე
დაბადების თარიღი:17 ივნისი, 1918
გარდაცვ. თარიღი:5 სექტემბერი, 1989  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის I მუსიკალური სასწავლებელი (ვოკალური).

1937-1940წწ. იყო საქართველოს ეთნოგრაფიული ანსამბლის წევრი (ხელმძღვანელი კ. პაჭკორია); მსახიობ-მომღერალი საქართველოს სახელმწიფო ესტრადასთან არსებული სახელმწიფო ანსამბლის წევრი; 1942-1969წწ. შეთავსებით მუშაობდა კ. მარჯანიშვილის სახელობის თეატრში მომღერლად; 1951 წლიდან იყო თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსების სამმართველოს სიმღერისა დ ცეკვის ანსამბლისა და კვარტეტის წევრი (ხელმძღვანელი ს. მირიანაშვილი); შესრულებული აქვს სიმღერები კინოფილმებში, მათ შორის: "ნარინჯის ველი", "ჯურღაის ფარი" (1973, 1944, რეჟისორი ნ. შენგელაია), "ჭირვეული მეზობლები" (1945, შ. მანაგაძე), "ბედნიერი შეხვედრა" (1949, რეჟისორი ნ. სანიშვილი), "წისქვილი ქალაქის გარეუბანში" (1981); გასტროლები: გდრ (1965, 1973), პოლონეთი (1973) ანსამბლთან ერთად.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 239

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1966 - სიმღერის ინდივიდუალურ შემსრულებელთა კონკურსი, I ხარისხის დიპლომი
  • 1965 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1962 - სიმღერის ინდივიდუალურ შემსრულებელთა კონკურსი, I ხარისხის დიპლომი

გააზიარე: