შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლეონიდე ოკლეი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1945 წელს. 1976 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტის ლითონთა წნევით დამუშავების კათედრის პროფესორი; 1969-1980წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. იკვლევდა ძირითადად უნაკერო მილების წარმოებას, ლითონის დაძაბულ-დეფორმირებულ მდგომარეობასა და სიღრუვის წარმოქმნის მექანიზმს განივხრახნული გლინვის დროს. შეისწავლა მილებზე ზედაპირული დეფექტების წარმოქმნის მიზეზები; შექმნა მილების ხარისხის კვლევის მეცნიერული მიმართულება, გამოიკვლია მაღალი ენერგიის გამოყენებით მიღებული ბიმეტალური ნამზადები და მილები. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7.-თბ., 1984.-გვ.515 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |