The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლეონიდე ოკლეი

ლეონიდე ოკლეი
დაბადების თარიღი:28 სექტემბერი, 1923
გარდაცვ. თარიღი:1991  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:ინჟინერი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1945 წელს.

1976 წლიდან საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტის ლითონთა წნევით დამუშავების კათედრის პროფესორი; 1969-1980წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მეტალურგიის ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში. იკვლევდა ძირითადად უნაკერო მილების წარმოებას, ლითონის დაძაბულ-დეფორმირებულ მდგომარეობასა და სიღრუვის წარმოქმნის მექანიზმს განივხრახნული გლინვის დროს. შეისწავლა მილებზე ზედაპირული დეფექტების წარმოქმნის მიზეზები; შექმნა მილების ხარისხის კვლევის მეცნიერული მიმართულება, გამოიკვლია მაღალი ენერგიის გამოყენებით მიღებული ბიმეტალური ნამზადები და მილები.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7.-თბ., 1984.-გვ.515

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1979-)
  • საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტი, თავმჯდომარის პირველი მოადგილე (1980-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • საპატიო ნიშნის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: