The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლევან კარახანი

დაბადების თარიღი:1889  (135 წლის)
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

მოღვაწეობა დაიწყო და წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის სახალხო თეატრებში; მოგვიანებით ოსტატობის დახვეწის მიზნით ბაქოს გაემგზავრა, სადაც ქამანჩის დაკვრით გაითქვა სახელი; თბილისის გარდა მოღვაწეობდა ბაქოში, ერევანში, ლენინაკანში, აშხაბადსა და ქუთაისში; 1920-იან წლებში თბილისში ჩამოაყალიბა ხალხური საკრავების სახელმწიფო ანსამბლი; 1926 წლიდან გასტროლებით შემოიარა მრავალი ქვეყანა: გერმანია, რუმინეთი, ბელგია, ინგლისი, საფრანგეთი, ავსტრია, თურქეთი, ირანი და სსრკ რესპუბლიკები; ლევან კარახანმა კომპოზიციაშიც სცადა ბედი: "აღმოსავლური ფანტაზია", "სომხური საცეკვაო", "თბილისური ესკიზები", "ნუნეკარე", მუსიკა რადიოინსცენირებისთვის "მეფე-ერეკლე II"; მის საშემსრულებლო ოსტატობას მაღალ შეფასებას აძლევდნენ დ. არაყიშვილი, ზ. ფალიაშვილი, მუსიკისმცოდნე ე. ბრაუდო; მესაზანდრე, ქამანჩის ვირტუოზული დამკვრელი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 240


გააზიარე: