შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გულიკო კარიაული![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი 1970 წელს (ვოკალური), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1975 წელს. 1975-1982წწ. იყო თბილისის საოპერო სტუდიის სოლისტი; 1975-1986წწ. საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; 1978-1985წწ. თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (ვოკალი); 1982-2000წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებილი ექსპერიმენტული მუსიკალური სკოლის პედაგოგი (ვოკალი); 1987-1988წწ. გაიარა მოსკოვის კონსერვატორიაში სტაჟირება; 1986 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (ვოკალი), 2007 წლიდან სრული პროფესორი; 2006 წლიდან ე. მიქელაძის სახელობის მუსიკალური გიმნაზიის პედაგოგი (ვოკალი); 2002-2012წწ. ატარებდა მასტერკლასებს ქუთაისსა და ბათუმში; ლაურეატი მოწაფეები: მ. გეგეჭკორი, ს. გორდელაძე, თ. დვალი, ა. სიმონიშვილი, ნ. სურგულაძე, ქ. ქემოკლიძე, მ. შეშაბერიძე; ქართული რეპერტუარი, ოპერები: მარო (ზ. ფალიაშვილი "დაისი"), მწყემსი გოგონა (ს. ცინცაძე "განდეგილი"); ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული: თ. შავლოხაშვილი პოემა "რწმენის კედელი" (1980 წელს პირველი შესრულება), თ. შავლოხაშვილი რომანსი "ლოცვა" (1985 წელს პირველი შესრულება); სხვა კამერული რეპერტუარი: შუმანი "ქალის სიყვარული და ცხოვრება", ვაგნერი, ვოლფი, ბერგი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 241
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |