Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გულიკო კარიაული![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწავლებელი 1970 წელს (ვოკალური), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1975 წელს. 1975-1982წწ. იყო თბილისის საოპერო სტუდიის სოლისტი; 1975-1986წწ. საქართველოს ფილარმონიის სოლისტი; 1978-1985წწ. თბილისის I მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (ვოკალი); 1982-2000წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიასთან არსებილი ექსპერიმენტული მუსიკალური სკოლის პედაგოგი (ვოკალი); 1987-1988წწ. გაიარა მოსკოვის კონსერვატორიაში სტაჟირება; 1986 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (ვოკალი), 2007 წლიდან სრული პროფესორი; 2006 წლიდან ე. მიქელაძის სახელობის მუსიკალური გიმნაზიის პედაგოგი (ვოკალი); 2002-2012წწ. ატარებდა მასტერკლასებს ქუთაისსა და ბათუმში; ლაურეატი მოწაფეები: მ. გეგეჭკორი, ს. გორდელაძე, თ. დვალი, ა. სიმონიშვილი, ნ. სურგულაძე, ქ. ქემოკლიძე, მ. შეშაბერიძე; ქართული რეპერტუარი, ოპერები: მარო (ზ. ფალიაშვილი "დაისი"), მწყემსი გოგონა (ს. ცინცაძე "განდეგილი"); ქართული ვოკალურ-ინსტრუმენტული: თ. შავლოხაშვილი პოემა "რწმენის კედელი" (1980 წელს პირველი შესრულება), თ. შავლოხაშვილი რომანსი "ლოცვა" (1985 წელს პირველი შესრულება); სხვა კამერული რეპერტუარი: შუმანი "ქალის სიყვარული და ცხოვრება", ვაგნერი, ვოლფი, ბერგი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 241
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |