The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



სანდრო კაჭარავა

ოფიციალური სახელი:ალექსანდრე კაჭარავა
დაბადების თარიღი:19 მაისი, 1940
გარდაცვ. თარიღი:9 ოქტომბერი, 2017  (77 წლის ასაკში)
კატეგორია:მუსიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გორი.

დაამთავრა ქ. გორის მუსიკალური სასწავლებელი 1959 წელს(ფორტეპიანო), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს.

1966 წლიდან იყო ქ. გორის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი; 1970 წელს გორში დააარსა "გორის გოგონათა გუნდი", 1979 წელს საოპერო და საბალეტო საბავშვო სტუდია, 1980 წელს გორის საოპერო სტუდია, 1986 წელს გორის საგუნდო მუსიკის ფესტივალი; გასტორლებით შემოიარა: სსრკ, ირლანდია, მალტა, უნგრეთი, ესპანეთი, ბულგარეთი, საფრანგეთი, ინგლისი, ჰოლანდია, "გორის გოგონათა გუნდთან ერთად"; პიანისტი, მუსიკალური ორგანიზატორი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 242; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.353

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის, ნაყოფიერი პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1982 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: