The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუცა კასრაძე

ნუცა კასრაძე
ოფიციალური სახელი:ნინო კასრაძე
დაბადების თარიღი:18 ივლისი, 1976  (47 წლის)
კატეგორია:მეცნიერი, მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1999 წელს (საფორტეპიანო).

2007 წლიდან არის  ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ასისტენტ-პროფესორი (ფორტეპიანო); ქართული რეპერტუარი: ნ. გაბუნია "მოწაფის დღიური", გ. ყანჩელი საფორტეპიანო კვარტეტი (ვიოლინოსა და ფორტეპიანოსათვის), დ. ჩხეიძე საფორტეპიანო კონცერტი N2, ი. ბარდანაშვილი ფანტაზია, მ. შუღლიაშვილი სექსტეტი, რ. ქარუხნიშვილი "პანტომიმა და ცეკვა". ძველი თბილისის მონატრება" (2013 წელს პირველი შესრულება თბილისში, ციურიხში თ. კორძაიასთან, თ. ჩიტაძესთან ერთად); სხვა რეპერტუარი: ბახი, მოცარტი, ბეთჰოვენი, შოპენი, დებიუსი, პროკოფიევი, XX საუკუნის კომპოზიტორები; გასტროლებით შემოიარა: ციურიხი, ბაზელი, პარიზი (2001, 2002); ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დოქტორანტი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ბგერათწარმოქმნის პრობლემა XX საუკუნის საფორტეპიანო მუსიკაში ო. მესიანის შემოქმედების მაგალითზე".

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 241

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2011 - პრეზიდენტის სტიპენდიანტი
  • 2006 - რომის კონკურსი(იტალია), I პრემია
  • 2005 - ბარლეტას კონკურსი(იტალია), I პრემია
  • 2000 - პრეზიდენტის სტიპენდიანტი
  • 1998 - მარკოპოლოს კონკურსი(საბერძნეთი), I პრემია

გააზიარე: