The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მერაბ გეგეჭკორი

მერაბ გეგეჭკორი
დაბადების თარიღი:23 აგვისტო, 1919
გარდაცვ. თარიღი:1977  (57 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი
კატეგორია:მსახიობი

ბიოგრაფია

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1940 წელს.

ინსტიტუტის დამთავრების შემდგომ ჩაირიცხა რუსთაველის სახელმწიფო თეატრის დასში; 1943–1945წწ. და 1946–1947წწ. იყო ბათუმის თეატრში; 1947 წლიდან რუსთაველის სახელმწიფო თეატრში. შესრულებული აქვს 100–ზე მეტი როლი. სისტემატურად მონაწილეობდა რადიო და სატელევიზიო გადაცემებში, გამოდიოდა ესტრადაზეც. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.371


გააზიარე: