The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ კახიანი

ზურაბ კახიანი
დაბადების თარიღი:10 თებერვალი, 1929
გარდაცვ. თარიღი:6 ივლისი, 2012  (83 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტი 1955 წელს.

1955 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თბილისის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრში; თეატრალური დებიუტი შედგა შ. მილორავას ოპერეტაში "საყვარელი დისშვილი"; 1965 წლიდან რეჟისორი, ლიბრეტისტი; ქართული რეპერტუარი: გია, კარაპეტა, ბახურა (შ. მილორავა "სიმღერა თბილისზე", "ძუნწი", "პაემანი ცაში"), ივანიკა(ვ. კურტიდი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწინეს"), კუკური (გ. ცაბაძე "ბრწყინვალე სამეული"), ოთარი (ვ. აზარაშვილი "შვიდნი ძმანი გურჯანელნი"), მეირო (გ. ჩლაიძე "ო, ადონაი"), პიანისტი (ა. კერესელიძე და გ. ჩლაიძე "შაპიტო"); სხვა რეპერტუარი: ბონი, ზუპანი(კალმანი "სილვა", "მარიცა"), დრაკონი(პტიჩკინი "დრაკონი"), დულიტლი (ლოუ "ჩემი მშვენიერი ლედი"), ველი სულეიმანი(ჰაჯიბეკოვი "არშან-მალ-ალანი"); ლიბრეტოები: საბავშვო სპექტაკლ-კონცერტები - "მოვდივართ და მოვიმღერით", შ. მილორავა "მომკალ, მომკალ, ჩემო კარგო", ვ. დურგლიშვილი "თავქარიანები"; დადგმები, მუსიკალური კომედიები, ოპერეტები: შ. მიოლორავა "საყვარელი დისშვილი", "დალი" (1955, 1956), ნ. გუდიაშვილი "ვახშმობისას"(1959), გ. ცაბაძე "ბრწყინვალე სამეული" (1963), ს. ნასიძე "სტუდენტები" (1965), ო. თევდორაძე "შვეიკი მიდის ომში", "სიურპრიზების დღე" (1968, 1979), შ. მილორავა "მე და ჩემი მეზობელი", "საბედისწერო ოპერაცია" (1964, 1968), შ. ჯოჯუა "მასპინძელი და სტუმარი" (1970), ლ. იაშვილი "ირმისა" (1973, საბავშვო), ვ. აზარაშვილი "ბიჭუნა"(1975), მ. ჩირინაშვილი "ძველი თბილისის სურათები"(1975), შ. მილორავა "სათაგური", "ჩემი კეთილი მეზობელი", "შემინახეთ სიმღერა" (1976, 1977, 1981), ვ. აზარაშვილი "ცეკვის მასწავლებელი" (1982), ო. გორდელი "ჯადოსნური ქვა" (1983), ივანოვი "მხიარული მელოდიები", დ. ტურიაშვილი "პეპი გრძელი წინდა"; გასტროლები: მოსკოვი, ოდესა, კიშინიოვი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 242

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1990 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1979 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: