The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ გვახარია

ნოდარ გვახარია
Date of birth:3 February, 1932
Date of death:14 November, 1996  (at 64 years)
Category:Athlete

Biography

დაამთავრა საქართველოს ფიზკულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი.

თამაშობდა თბილისის "დინამოში" (1948-1951, 1956-1961), მოსკოვის "დინამოსა" (1951-1956) და სსრკ ნაკრებში (1951-1960). იყო თბილისის "დინამოს" მოთამაშე-მწვრთნელი, მთავარი მწვრთნელი (1960-1967), სსრკ ნაკრები გუნდის მთავარი მწვრთნელი (1962-1964). მელბურნის ოლიმპიური თამაშების მესამე პრიზიორი (1956), ევროპის ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1958), ახალგაზრდობის საერთაშორისო მეგობრული სპორტული თამაშების ჩემპიონი (1953) და ორგზის მეორე პრიზიორი (1955, 1957), მსოფლიოს სტუდენტთა თამაშების მეორე პრიზიორი (1954), სსრკ ჩემპიონი (1953), ორგზის მეორე (1956, 1960) და ორგზის მესამე პრიზიორი (1958, 1959), სსრკ ხალხთა II სპარტაკიადის მესამე პრიზიორი (1959). მისი ხელმძღვანელობით თბილისის "დინამო" სსრკ ჩემპიონატებში სამჯერ გახდა მეორე (1960, 1962, 1963) და ორჯერ - მესამე პრიზიორი (1964, 1966). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. წყალბურთი. 

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.383; ქართული სპორტი: sport.gov.ge

Awards and Honors

  • სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი

Share: