The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სოლიკო ვირსალაძე

სოლიკო ვირსალაძე
Legal name:სიმონ ვირსალაძე
Date of birth:13 January, 1909
Date of death:7 February, 1989  (at 80 years)
Burial location:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ლენინგრადის სამხატვრო აკადემია 1931 წელს.

თავდაპირველად სწავლობდა თბილისის მ. თოიძის სტუდიაში, პარალელურად მეცადინეობდა თბილისის ქორეოგრაფიულ სტუდიაში; 1927 წელს შევიდა თბილისის სამხატვრო აკადემიაში, პედაგოგი ი. შარლემანი; 1928-1931წწ. სწავლა განაგრძო მოსკოვის საკავშირო სამხატვრო-ტექნიკურ ინსტიტუტში, ფერწერის ფაკულტეტზე, პედაგოგი ი. რაბინოვიჩი, ნ. შიფრინა; 1930 წელს სწავლა განაგრძო ლენინგრადის სამხატვრო აკადემიაში; 1931-1938წწ., 1942-1945წწ., 1947-1951წწ. იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი; თბილისში დაბრუნების შემდეგ შექმნა რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაწარმოები (1963, ზ. ფალიაშვილი "დაისი"); 1937 წელს მიიწვიეს ლენინგრადში, სადაც გააფორმა ა. ბალანჩივაძე-ვ. ჭაბუკიანის ბალეტი "მთების გული" (პირველი ქართული ბალეტი დაიდგა 1937 თბილისში, 1938 ლენინგრადში); 1937-1941წწ., 1945-1962წწ. იყო ლენინგრადის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი მხატვარი; 1963 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოსკოვის დიდი თეატრის მთავარი მხატვარი; ქართული სპექტაკლები, ოპერები: გრ. კილაძე "ბახტრიონი" (1936), ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე" (1948 თბილისი, 1950 მოსკოვი), შ. აზმაიფარაშვილი "ხევისბერი გოჩა" (1951), ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი" (1953, 1971, ფალიშვილის დაბადების 100 წლის საიუბილეო დადგმა); ქართული ბალეტები: ა. ბალანჩივაძე "მთების გული" (1936 თბილისი, 1938 ლენინგრადი), ა. მაჭავარიანი "ოტელო" (1956); სხვა მუსიკალური დადგმები: დონიცეტი "დონ პასკუალე"1932), ვერდი "ოტელო" (1934), ჩაიკოვსკი "გედების ტბა"(1934), "მძინარე მზეთუნახავი", "მაკნატუნა", გლაზუნოვი "რაიმონდა", პროკოფიევი "კონკია", "რომეო და ჯულიეტა", შოსტაკოვიჩი "ჭანჭიკი", "ოქროს საუკუნე", ხაჩატურიანი "სპარტაკი", ადანი "ჟიზელი" (1948), კრეინი "ლაურენსია" (1948), მინკუსი "დონ კიხოტი" (1943), შოპენი "შოპენიანა" (1942), ჰერტელი "ამაო სიფრთხილე" (1945), პროკოფიევი "ივანე სუსანინი"; მხატვრული კინოფილმები: "ჰამლეტი", "მეფე ლირი"(რეჟისორი გ. კოზინცევი); ფილმ-ბალეტები: "ოტელო"(1960, რეჟისორი ვ. ჭაბუკიანი), "სპარტაკი" (1977, რეჟისორი ვ. დერბენიოვი, რეჟისორ-ბალეტმაისტერი იუ. გრიგოროვიჩი); გადაღებულია დოკუმენტურ ფილმში "ფერის მუსიკა"; მისი სახელი მიენიჭა თბილისის მერიის N1 სამხატვრო სკოლას.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 179; მამულიშვილთა სავანე: თბ.,1994.-, გვ. 151

Member of Organizations

  • სსრკ სამხატვრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1975-19??)

Awards and Honors

  • 1977 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1976 - სსრკ სახალხო მხატვარი
  • 1970 - ლენინური პრემია
  • 1951 - სტალინური პრემია
  • 1948 - სტალინური პრემია
  • 1941 - საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

Share: