შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კობა გოგოლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი. მოკრივე (60, 62 კგ). მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1997), ევროპის ჩემპიონატის მეორე პრიზიორი (1998), ევროპის თასის მფლობელი (1998), სსრკ ჩემპიონი ახალგაზრდებს შორის (1991), ატლანტის ოლიმპიური თამაშების მონაწილე (1996, ბრძოლას გამოეთიშა მესამე წრიდან). 1999 წლიდან გადავიდა პროფესიონალურ კრივში. WBF-ს - ვერსიით ინტერკონტინენტალის საჩემპიონო ქამრის მფლობელი (1999-2000), IBA-ს ვერსიით - კონტინენტალის საჩემპიონო ქამრის მფლობელი (2004). პროფესიონალურ რინგზე გამართა 18 ბრძოლა, რომელთაგან 17 მოიგო (7 ნოკაუტით) და 1 წააგო. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.392; ქართული სპორტი: sport.gov.ge; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.80 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |