შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თეონა კახიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1991 წელს(მუსიკის ისტორია). 1996-2005წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორის მეცნიერ-თანამშრომელი, პედაგოგი; 1995 წლიდან ჯ. კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მხატვრული პროგრამების, საგარეო ურთიერთობებისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი; 2005-2010წწ. საქართველოს თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი; 2010-2014წწ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი, ასოცირებული პროფესორი; მუსიკისმცოდნე-ისტორიკოსი; დირიჟორისა და კომპოზიტორის ჯ. კახიძის ქალიშვილი და დირიჟორ ვ. კახიძის და; ხელოვნებათმცოდნეობის კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტრადიციული და არატრადიციული მუსიკალური ინსტიტუტების ურთიერთკავშირი თანამედროვე სოციალურ გარემოში", დაიცვა 1999 წელს. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 244 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |