The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზაურ გომართელი

ზაურ გომართელი
დაბადების თარიღი:1936
გარდაცვ. თარიღი:თებერვალი, 2010  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მწერალი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება 1960 წელს; საკავშირო რადიოსა და ტელევიზიის მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები 1979 წელს.

1977-1980წწ. მუშაობდა საქტელერადიოკომიტეტის სპორტულ გადაცემათა რედაქციაში კორესპონდენტად, ტელევიზიის ახალგაზრდული გადაცემების პროგრამების რედაქტორად; 1981-1985წწ. გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" სპორტული განყოფილების კორესპონდენტად; 1985-1989წწ. გაზეთ "მებრძოლი გუშაგის" განყოფილების გამგედ; 1987–1992წწ. იყო ჟურნალისტთა კავშირის პირველი მდივანი; 1990-1992წწ. გაზეთ "საქართველოს რესპუბლიკის" განყოფილების გამგე; 1992-1993წწ. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესატაშედ; 1993–1997წწ. საქართველოს ბეჭდვითი სიტყვის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომატის პირველი მოადგილე; 1997–1999წწ. "აგროინფორმის" გენერალური დირექტორი; თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებში: "ლელო", "თბილისი", "მართვე" და სხვა; ხელმძღვანელობდა გამომცემლობა "გეორგიას". ჟურნალისტ თამარ გომართელის შვილი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.393; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.84; ნახევარი საუკუნე თეთრ ტაძარში : შტრიხები ჟურნალისტიკის ფაკ. მატიანისათვის / იზოლდა ხაინდრავა.-თბ.,2005.-გვ.213

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ჟურნალისტთა ფედერაცია, წევრი (1970-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი
  • საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი

ბიბლიოგრაფია

  • მხოლოდ სიკეთე : მოთხრობები, მინიატურები (ავტორი). - თბილისი, 2006. - 96გვ.. - ISBN: 9994072862

გააზიარე: