Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
დავით სოსლანი![]()
Biographyდავით სოსლანი იყო სახელმწიფო მოღვაწე, თამარ მეფის მეორე მეუღლე. თამარმა იქორწინა მასზე 1187 წელს დიდუბის სასახლეში. წყაროს ცნობით, დავით სოსლანი იყო თამარის მამიდის, რუსუდანის "გაზრდილი". მემატიანე ახასიათებს როგორც ზნეობრივი და რაინდული თვისებებით შემკულ, სასიამოვნო გარეგნობის კაცს. დავით სოსლანი სარდლობდა ქართველთა ლაშქარს თითქმის ყველა დიდ ბრძოლაში (ლაშქრობა XII საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში ბარდავის მხარეში, არზრუმში - კარნუ-ქალაქში, გელაქუნში, ბელაქანში, განძის მიდამოებში, შამქორის ბრძოლაში 1195, ბასიანის ბრძოლაში 1203). როგორც თანამეფე, სოსლანი სახელმწიფოს გამგებლობაშიც მონაწილეობდა. მის წარმომავლობაზე არ არსებობს ერთიანი აზრი. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში განმტკიცებულია მოსაზრება, რომ დავით სოსლანი იყო ოსეთში დამკვიდრებულ ბაგრატიონთა შტოს წარმომადგენელი. მკვლევართა აზრით, ეს შტო მომდინარეობს გიორგი I და ალანთა ტომის ასულის ალდე დედოფლის ვაჟის დემეტრესაგან. ვახუშტის ცნობით, დემეტრეს დარჩა ძე, რომელიც თავის ბებია ალდესთან ერთად ოსეთში გაიქცა, იქ იქორწინა მეფის ასულზე და თვითონაც ოსთა მეფედ იწოდა. დავით სოსლანი მისი შთამომავალი იყო. დავით სოსლანს ბაგრატიონად მიიჩნევს "ლაშა გიორგის დროინდელი მემატიანეც". ზოგი მკვლევრის მოსაზრებით, დავით სოსლანი ცარაზონთა ოსურ საგვარეულოს ეკუთვნოდა, მაგრამ ამის დამადასტურებელი ცნობები საისტორიო წყაროებში არ ჩანს და ეს თვალსაზრისი ზეპირ ვარაუდად რჩება. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.411
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |