The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



კარლო ლეკიშვილი

კარლო ლეკიშვილი
ოფიციალური სახელი:გივი ლეკიშვილი
დაბადების თარიღი:1936  (88 წლის)
კატეგორია:მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჭრებალო, ამბროლაურის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი ლითონთა წნევით დამუშავების სპეციალობით 1959 წელს; სპეცკურსი მ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტზე რადიაციული ქიმიის სპეციალობით (1963-1965); საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საავიაციო ქარხნის ფილიალი რადიოტექნიკოსის სპეციალობით 1965 წელს.

1959-1965 წლებში მუშაობდა თბილისის მანქანათმშენებლობისა და ელექტროტექნიკის სამეცნიერო-კვლევით და საკონსტრუქტორო-ტექნოლოგიურ ინსტიტუტში; თბილისის იზოტოპების ლაბორატორიაში მთავარ ინჟინრად, 1966 წლიდან კი იყო ამ ლაბორატორიის დირექტორი, რომელიც 1990 წლამდე მოსკოვის ელექტროტექნიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის თბილისის განყოფილებას წარმოადგენდა, შემდგომში გადაკეთდა ზუსტი ხელსაწყოების სამეცნიერო-კვლევით და საკონსტრუქტორო ინსტიტუტ "დელტად", 1998 წლიდან კი - სახელმწიფო სამხედრო-სამეცნიერო ტექნიკურ ცენტრ "დელტად", რომლის გენერალური დირექტორი 2005 წლის ივნისამდე უცვლელად იყო. 1996 წლიდან არის საქართველოს სამხედრო ძალების საბრძოლო იარაღის, საბრძოლო მასალებისა და აღჭურვილობის გენერალური კონსტრუქტორი. იყო სამეცნიერო ტექნიკური ჟურნალის "სამხედრო ტექნიკის" მთავარი რედაქტორი (1999). გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო შრომები. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.418; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.121; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.393

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • ეროვნული უშიშროების საბჭოსთან არსებული მუდმივმოქმედი სამხედრო ტექნიკური კომისია, წევრი (1997-)
  • საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო კოლეგია, წევრი (1990-)
  • საქართველოს სამხედრო სამრეწველო საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი, პრეზიდენტი (1998-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2001 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი
  • 2001 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1998 - საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის
  • 1996 - ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენი
    საქართველოს სამხედრო ძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისა და ახალი ტექნიკის შექმნისა და დანერგვისათვის
  • 1976 - საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: