The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ლალი დოლიძე

ლალი დოლიძე
დაბადების თარიღი:25 სექტემბერი, 1958  (65 წლის)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1980 წელს; საქართველოს ფიზკულტურის ინსტიტუტი 1985 წელს.

მსოფლიოს ჩემპიონი ჯგუფურ ვარჯიშში და გუნდურ შეჯიბრებაში (1979), სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი თავისუფალ ვარჯიშში (1976), საერთაშორისო ტურნირებში არაერთგზის გამარჯვებული. 1992 წლიდან ავარჯიშებს იტალიელ სპორტსმენებს. მისი აღზრდილია იტალიის მრავალგზის ჩემპიონი ლაურა ძაკილი. იტალიის ტანვარჯიშის ფედერაციამ აღიარა წლის საუკეთესო მწვრთნელად (1997), ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ კი წლის ათ საუკეთესო მწვრთნელს შორის დაასახელა (1998). საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.427

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1979 - საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი

გააზიარე: