შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალექსანდრე დოროხოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა სურამი. პირველად თბილისურ ეზოებში ეზიარა ფეხბურთის სიყვარულს; თამაშობდა სხვადასხვა კლუბში; 1936–1939წწ. იყო თბილისის "დინამოს" მეკარე; ძირითადი წარმატებები თბილისის დინამოს შემადგენლობაში მოიპოვა; ერთ-ერთი პირველი მეკარეთაგანია, ვინც მთელ საჯარიმო მოედანზე აქტიურობდა. გამოირჩეოდა გაბედულობით, საზრიანობით, საჯარიმო მოედანზე თამაშის დიდი რადიუსით, რითაც ანეიტრალებდა მოწინააღმდეგის წინ წაწეულ ფორვარდთა შეტევებს. სპორტული კარიერის შემდეგ თბილისში გუნდებისა და მეკარეთა მწვრთნელად მუშაობდა. მონაწილეობას იღებდა ვეტერანთა შეხვედრებში. ფეხბურთელი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.429 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |