The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნოდარ ჭითანავა

ნოდარ ჭითანავა
Date of birth:10 March, 1936  (88 years)
Category:Economist, Public official, Scientist, Educator, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭკადუაში, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1963 წელს; საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტთან არსებული უმაღლესი პარტიული სკოლა ფილოსოფიისა და პოლიტიკური ეკონომიის (დარგობრივი ეკონომიკის) განხრით 1968 წელს; სხვადასხვა დროს იყო ზუგდიდის რაიონის სოფელ ჭკადუაშის კოლმეურნეობის წევრი, ცეკავშირის N5 სამშენებლო სამმართველოს ზუგდიდის უბნის ბრიგადირი, საქართველოს ალკკ ზუგდიდის რაიონული კომიტეტის ინსტრუქტორი, მეორე, პირველი მდივანი, საქართველოს კპ ზუგდიდის რაიკომის მდივანი, ზუგდიდის სამრეწველო ზონის პარტიული კომიტეტის მდივნის მოადგილე, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის პოლიტ განათლების სახლის კონსულტანტი, საქართველოს კპ პარტიის ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი; 1970-1990წწ. საქართველოს კპ სენაკის რაიკომის პირველი მდივანი, საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის მეორე მდივანი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი, რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი (სოფლის მეურნეობის დარგში), რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს კომუნისტური პარტია, საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი); 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის და სატყეო მეურნეობის მინისტრი; 1993-2004წწ. სოციალურ-ეკონომიკური და რეგიონული პრობლემების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი; 2004 წლიდან იმყოფება პედაგოგიურ სამუშაოზე; 2013-2022წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების სამეცნიერი-კვლევითი ცენტრის უფროსი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. სამეცნიერო-კვლევის სფერო: 1. გლობალიზაცია და საქართველოში გარდამავალი პერიოდის სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები; 2. სახელმწიფოსა და ეკონომიკის ურთიერთდამოკიდებულების თანამედროვე პრობლემები; 3. საქართველოში სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პრობლემები. ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, 150 -მდე სამეცნიერონაშრომის ავტორი, მათ შორის 15 მონოგრაფია. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.438; საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.396

Member of Organizations

  • ნიუ–იორკის ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1997-)
  • საქართველოს ბიზნესის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1998-)
  • საქართველოს ეკონომიკის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1996-)
  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)
  • საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია, წევრი (1995-)
  • საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო, წევრი (2019-)

Awards and Honors

  • 1975 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1973 - შრომის წითელი დროშის ორდენი

Bibliography


Share: