შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რუდოლფ კერერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრაქ. ჩუმკეტის პედაგოგიური ინსტიტუტი 1952 წელს (ფიზიკა-მათემატიკური), ტაშკენტის კონსერვატორია 1957 წელს (საფორტეპიანო). დაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო თბილისში ე. კრაუზესთან; დაამთავრა თბილისის "ნიჭიერთა ათწლედი", პედაგოგი ა. თულაშვილი (ფორტეპიანო); 1938-1941წწ. სწავლობდა თბილისის კონსერვატორიაში; 1941 წელს, როგორც გერმანელი, გადაასახლეს ყაზახეთში; 1961 წელს იყო ტაშკენტის კონსერვატორიის პედაგოგი; 1961 წლიდან მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი და მოსკოვის კონსერვატორიის პედაგოგი(ფორტეპიანო), 1964 წლიდან დოცენტი, 1979 წლიდან პროფესორი; 1962 წელს გამართა პირველი გასტროლი მშობლიურ თბილისში, კამერული და სიმფონიური კონცერტი (დირიჟორი ჯ. გოკიელი, რუდოლფ კერერის კლასელი); ქართველი მოწაფეები: მ. ფანიაშვილი (მოსკოვის კონსერვატორიის ასპირანტი); ქართული რეპერტუარი: ნ. გუდიაშვილი საფორტეპიანო კონცერტი N1 (1941), ე. ექსანიშვილი პრელუდია და ეტიუდი (1939); მრავალი საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრი; გასტორლები: სსრკ, თბილისი; გერმანელი რუსი პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 247 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |