The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო კერესელიძე

ნინო კერესელიძე
დაბადების თარიღი:8 მარტი, 1959  (66 წლის)
კატეგორია:მუსიკოსი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

სწავლობდა მოსკოვის გნესინების ინსტიტუტში და კონსერვატორიაში.

დაწყებითი მუსიკალური განათლება მიიღო თბილისის "ნიჭიერთა ათწლედში", პედაგოგი ე. მუხაძე (ფორტეპიანო); მოსკოვის გნესინების ინსტიტუტის დოქტორანტი (ფორტეპიანო); 1984-1993წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი (ფორტეპიანო); 1994 წლიდან მოღვაწეობდა ქ. მადრიდში (ესპანეთი), თეატრ "Sarsuela"-ს კონცერტმაისტერი, სადაც მოამზადა 7 საოპერო სპექტაკლი (რეჟისორები ს. კრაუსი, რ. რაიმონდი, მომღერალი ე. ობრაზცოვა); მადრიდის "Conservatorio proffesional de Musika de Madrid"-ს პედაგოგი, პროფესორი (ფორტეპიანო); მონაწილეობდა ფესტივალებში "პრაღის გაზაფხული", "თანამედროვე მუსიკის ფესტივალი" (ბუდაპეშტი, ბერლინი); ქართული რეპერტუარი: ო. თაქთაქიშვილი სონატა (1985, პირველი შესრულება), სონატა ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის (1985, პირველი შესრულება), კონცერტი N4 (1986, პირველი შესრულება), ე. სანაძე სონატა N2 (1987, პირველი შესრულება), ვ. აზარაშვილი კონცერტი N1 (1988, პირველი შესრულება), ნ. გიგაური კონცერტი, ს. ცინცაძე პრელუდიები; სხვა რეპერტუარი, კონცეერტები: ი. ს. ბახი, ჰაიდნი, მოცარტი, ბეთჰოვენი, ჩაიკოვსკი, რახმანინოვი; სონატები: რახმანინოვი, სკრიაბინი; გასტროლებით იმოგზაურა: სსრკ, ესპანეთი; პიანისტი, კონცერტმაისტერი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 248

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - მოსკოვი საერთაშორისო კონკურსი, VI ადგილი
  • 1981 - საქართველოს ეროვნული კონკურსი(თბილისი), I პრემია
  • 1981 - საკავშირო კონკურსი(ტაშკენტი), I პრემია
  • 1980 - სრულიად რუსეთის კონკურსი(მოსკოვი), I პრემია

გააზიარე: