The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფრანც კესნერი

ფრანც კესნერი
Date of birth:1851
Date of death:1930  (at 79 years)
Burial location:თბილისი
Category:Musician, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბერლინი.

ბერლინის მუსიკალური აკადემიის პროფესორი; 1881 წელს ჩამოსული იყო საგასტროლო მოგზაურობით, იქორწინა უკრაინელ ქალბატონზე და დასახლდა თბილისში; ფრანც კესნერი იყო თბილისის მუსიკალური სასწავლებლის პედაგოგი (ფორტეპიანო), 1918 წლიდან თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი; თბილისში დააარსა პროფესიული სიმებიანი კვარტეტი (ვ. ვილშაუ - ვიოლინო, ა. პოლივკა - II ვიოლინო, ვლ. სემიგალოვი - ალტი, კ. მინიარი - ჩელო), რომლებიც თავდაპირველად ოთხშაბათობით მის სახლში იკრიბებოდნენ, შემდეგ, კი პროფესიული კვარტეტის სახე მიიღო; თბილისის პირველი ინსტრუმენტული ანსამბლი (კვარტეტი, ტრიო, დუეტი) დამაარსებელთაგანი და მონაწილე; დააარსა აგრეთვე პირველი კამერული ორკესტრი; ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობას, მათ შორის მეუღლესთან, ნადეჟდა ივანეს ასულ კესნერთან ერთად, რომელიც იყო დ. ა. უსატოვის მოწაფე და ფლობდა შესანიშნავ სოპრანოს; შალიაპინის საქართველოში ყოფნის პერიოდში ნ. ვ. კესნერი მუდამ მისი პარტნიორი იყო სცენაზე; მოწაფეები: მ. კამოევა, ა. ანისიმოვა, ლ. გაბრუზოვა; ქალაქის მმართველობამ მიანიჭა მემკვიდრეობითი თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება და ოქროს მედალი; დ. კესნერის პაპა; საქართველოში მოღვაწე გერმანელი პიანისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 248



Share: