შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ კერესელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი 1949 წელს; თბილისის ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის ასპირანტურა - 1953 წელს. 1953 წელს, მოსკოვის ენერგეტიკის ინსტიტუტში, წარმატებით დაიცვა დისერტაცია ტექნიკის მეცნიერებათა ხარისხის მოსაპოვებლად. მისი მოღვაწეობა მთლიანად დაკავშირეუბლი იყო თბილისის ნაგებობათა და ჰიდროენერგეტიკის ინსტიტუტთან. აქ მან გაიარა გზა რიგითი ინჟინრიდან ინსტიტუტის ხელმძღვანელამდე. მისი სამეცნიერო მუშაობის დარგებია: ჰიდრავლიკა და ჰიდრომექანიკა, ჰიდროტექნიკურ ნაგებობათა კვლევა, ენერგეტიკის განვითარების ამოცანები. მის მიერ შესრულებული კვლევებიდან აღსანიშნავია რიგი ენერგეტიკული ნაგებობის (ხრამ-II-ის, გუმათი-II-ის, ლაჯანურის, ჟინვალის, ენგურის და სხვა ჰესების საპასუხისმგებლო კვანძების) ჰიდრავლიკურ-ლაბორატორიული კვლევები, რომელთა შედეგების საფუძველზე შეირჩა ობიექტების საბოლოო სახე. 1969 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის ენერგეტიკული კრიზისიდან გამოყვანისა და ენერგეტიკის შემდგომი განვითარების ღონისძიებათა შემუშავებისათვის აუცილებელი რიგი მეცნიერული საკითხის გადაწყვეტაში. გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი ნაშრომი, მათ შორის, რამდენიმე მონოგრაფია. დიდია მისი წვლილი საქართველოს ენერგეტიკის ინსტიტუტის განვითარების საქმეში; აქტიურად მონაწილეობდა საერთაშორისო სამეცნიერო ორგანიზაციების მოღვაწეობაში; იყო საქართველოს ენერგეტიკისა და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან არსებული სამეცნიერო ხარისხების მიმნიჭებელი საბჭოს თავმჯდომარე; როგორც ჰიდრავლიკისა და ჰესების კათედრის პროფესორი, წლების მანძილზე კითხულობდა ჰიდრავლიკის კურსს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში. დიდი წვლილი აქვს შეტანილი საქართველოს ენერგეტიკის დარგის ჩამოყალიბების საქმეში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. თვალსაჩინო მეცნიერ-ჰიდროენერგეტიკოსი და ენერგეტიკულ ნაგებობათა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.443; გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.85-86; წიგნი ღირსებისა: ტ. 2/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ. 34 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |