შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ესებუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ფოთი. დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია 1938 წელს. 1940 წლამდე მუშაობდა ამავე თეატრში მსახიობად; 1940 წლიდან მუსკომედიის თეატრის ერთ–ერთი წამყვანი მსახიობი იყო. გამოირჩეოდა გარდასახვის განსაკუთრებული ნიჭით, ვოკალური მონაცემებით, სცენური მომხიბვლელობით, შექმნა მრავალი დასამახსოვრებელი სცენური სახე. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ედვინი(რ. ფრიმლისა და პ. სტოტჰარტის "როზმარინი"), ლორანი(ა. ოდრანის "ნატვრისთვალი"), ბარტოლუსი(ჯ. ფლენერის "ესპანელი მღვდელი"), რაჯამი(ი. კალმანის "ბაიადერა"), გრიგოლი(ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), ლევანი(ვ. ცაგარეიშვილის "სამთა სიყვარული"), ასქერი(უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ-ალან"), ნუგზარი(ა. კერესელიძის "თბილისის ცის ქვეშ") და სხვ. გამოდიოდა ესტრადაზეც. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც მუსკომედიის თეატრის, ისე ქართული ესტრადის განვითარებაში. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.456; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.99 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |