The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ესებუა

დავით ესებუა
Date of birth:4 February, 1908
Date of death:7 April, 1973  (at 65 years)
Category:Actor/Actress

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან არსებული დრამატული სტუდია 1938 წელს.

1940 წლამდე მუშაობდა ამავე თეატრში მსახიობად; 1940 წლიდან მუსკომედიის თეატრის ერთ–ერთი წამყვანი მსახიობი იყო. გამოირჩეოდა გარდასახვის განსაკუთრებული ნიჭით, ვოკალური მონაცემებით, სცენური მომხიბვლელობით, შექმნა მრავალი დასამახსოვრებელი სცენური სახე. შესრულებული აქვს შემდეგი როლები: ედვინი(რ. ფრიმლისა და პ. სტოტჰარტის "როზმარინი"), ლორანი(ა. ოდრანის "ნატვრისთვალი"), ბარტოლუსი(ჯ. ფლენერის "ესპანელი მღვდელი"), რაჯამი(ი. კალმანის "ბაიადერა"), გრიგოლი(ზ. ანტონოვის "მზის დაბნელება საქართველოში"), ლევანი(ვ. ცაგარეიშვილის "სამთა სიყვარული"), ასქერი(უ. ჰაჯიბეკოვის "არშინ მალ-ალან"), ნუგზარი(ა. კერესელიძის "თბილისის ცის ქვეშ") და სხვ. გამოდიოდა ესტრადაზეც. მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც მუსკომედიის თეატრის, ისე ქართული ესტრადის განვითარებაში.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.456; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III.–თბ., 2014.–გვ.99

Awards and Honors

  • 1948 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: