შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
სოსო პავლიაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისისვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია. ვიოლინოზე დაკვრა დაიწყო 6 წლის ასაკში,24 წლის ასაკში კი სიმღერა; 1987–1989წწ. მღეროდა ანსამბლ "ივერიაში". 1990 წლიდან წარმატებით მოღვაწეობს მოსკოვში. მღერის ძირითადად საკუთარ სიმღერებს. აქვს შესრულების თავისებური მანერა, მაყურებელთან კონტაქტის უნარი. მიღებული აქვს "იურმალა–89"-ის გრან–პრი (1989), საერთაშორისო კონკურსის გრან–პრი (შვეცია, 2000). პერიოდულად მართავს საქველმოქმედო კონცერტებს თბილისელი მაყურებლისთვის. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.458 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |