| Login |
![]() |
|
| HomeCategories |
|
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მამუკა ჩარკვიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1977 წელს. 1977-1979წწ. მუშაობდა მეტეხის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად; 1979-1982წწ. იყო ახალგაზრდული ორგანიზაციის II მდივანი; 1982-1992წწ. გ. ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის მოადგილე; 1992 წელს პრეზიდენტის აპარატის მრჩეველ-კონსულტანტი; 1993 წლიდან გააგრძელა მუსიკალური კარიერა; 1995 წლიდან ინტენსიურად გამოდიოდა ქართულ ესტრადაზე; ასრულებდა საკუთარ სიმღერებს ძირითადად მამის – ჯ. ჩარკვიანის ლექსებზე; გამოცემული აქვს ალბომები. მიღებული აქვს სიმღერის ფესტივალ "ლიგას" პირველი პრემია - ნომინაცია ქართული ტრადიციული სიმღერა - სიმღერისთვის "მწვანე რტოები" (1996), XX საუკუნის საუკეთესო სიმღერის პრიზი სიმღერისთვის "მაღლა და მაღლა" (1999), ოქროს დისკი ნომინაცია - წლის საუკეთესო სიმღერა - სიმღერებისთვის: "ჩემი აღარა ხარ", "გაზაფხული", "აპრილი" და "დედის ჯერი". 2014 წლის 10 მაისს, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა მამუკა ჩარკვიანის ვარსკვლავი. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.458; წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.102; elnews.ge Awards and Honors
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

