შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნათელა კვირკველია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ტყიბული. დაამთავრა თბილისის II მუსიკალური სასწვლებელი 1962 წელს, ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1967 წელს (საფორტეპიანო). 1967 წლიდან ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის კამერული ანსამბლის პედაგოგი, 2005 წლიდან ასოცირებული პროფესორი; ლაურეატი მოწაფეები: კამერული ანსამბლის კლასი - ქ. სეფაშვილი, ა. ბერიძე, გ. ხაინდრავა, ა. ნანუაშვილი, თ. ბაიაშვილი, ნ. ჭყონია, გ. მიქაძე(ყველა საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი), ო. ტატიშვილი (პიანისტი, კომპოზიტორი), რ. რცხილაძე (პიანისტი, კომპოზიტორი-ჯაზმენი); ქართული რეპერტუარი: ვ. აზარაშვილი საკლარნეტო სონატა, რ. კემულარია საკლარნეტო სონატა, მ. დიაკვნიშვილი საფორტეპიანო სონატა, მისივე საფორტეპიანო პიესები (ყველა პირველი შესრულება); სხვა რეპერტუარი: ბეთჰოვენის, ბრამსის, შუბერტის, შუმანის კამერულ-ინსტრუმენტული ანსამბლები; გასტროლები: სსრკ, საქართველო; პიანისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 253 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |