The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მარკ რუბინშტეინი

მარკ რუბინშტეინი
დაბადების თარიღი:26 ნოემბერი, 1915
გარდაცვ. თარიღი:29 ივნისი, 1978  (62 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოლოგი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ს. კიროვის სახელობის საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი.

1945 წლიდან მუშაობდა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ა. ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტში, სადაც 1954-1955წწ. ხელმძღვანელობდა პეტროგრაფიის განყოფილებას, 1955 წლიდან - ქანების აბსოლუტური ასაკის ლაბორატორიას; 1967 წლიდან  გეოლოგიის მინერალოგიურ მეცნიერებათა დოქტორი; 1968 წლიდან პროფესორი; 1969-1976წწ. იყო ამავე ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში; 1944-1954წწ. პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ვ. ი. ლენინის სახელობის საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში, 1954 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი შრომები ძირითადად შეეხება აბსოლუტური გეოქრონოლოგიის, სეისმოტექტონიკის, რეგიონული გეოლოგიის საკითხებს.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984, გვ. 465

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1974-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1973 - საქართველოს სახელმწიფო პრემია
  • საპატიო ნიშნის ორდენი

გააზიარე: