შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუგზარ კიკნაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1960 წელს(ფლეიტა). 1959-1974წწ. იყო საქართველოს ტელერადიოს სიმფონიური ორკესტრის მუსიკოსი; 1974-1985წწ. საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ოპრკესტრის მუსიკოსი; 1961-1995წწ. საქართველოს სახელმწიფო კამერული ორკესტრის მუსიკოსი; 1969 წლიდან არის ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პედაგოგი(ფლეიტა), 2006 წლიდან ასოცირებული პროფესორი; ლაურეატი მოწაფეები: ა. გეგია, ნ. მაჭავარიანი, მ. ფაშტიანი; ქართული რეპერტუარი, ინსტრუმენტული კონცერტები: ო. გორდელი(1960, პირველი შესრულება საქართველოში), ვ. აზარაშვილი(1968, პირველი შესრულება), ტ. ბაქრაძე კონცერტი ფლეიტის, ფორტეპიანოსა და კამერული ორკესტრისათვის(1977, პირველი შესრულება), თ. შავლოხაშვილი(პირველი შესრულება), ტ. ბაქრაძე "კონცერტინო"(1969, პირველი შესრულება); კამერულ-მუსიკალური სონატები: ე. სანაძე ვარიაციები ფლეიტისა და ფორტეპიანოსათვის(1983, პირველი შესრულება), ა. შავერზაშვილი სონატა(1979, პირველი შესრულება), მ. დიაკვნიშვილი "ლირიკული ტრიპტიქი"(1988, პირველი შესრულება), ასევე პირველი შესრულება: ტ. ბაქრაძე, ო. თაქთაქიშვილი, ე. სანაძე, გ. ციციშვილი, გ. ჩლაიძე, აგრეთვე დასავლეთ ევროპული კლასიკური მუსიკა; გასტროლებით იმოგზაურა: სსრკ, გერმანია, ლიხტენშტაინი, უნგრეთი, საფრანგეთი(საქართველოს კამერულ ორკესტრთან ერთად); ფლეიტისტი-სოლისტი, ფლეიტისტი-ორკესტრის მუსიკოსი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 255 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |