The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ზურაბ კიკალეიშვილი

ზურაბ კიკალეიშვილი
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1924
გარდაცვ. თარიღი:1 ივნისი, 2005  (80 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, პედაგოგი, ქორეოგრაფი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი.

1942 წლიდან იყო თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასის წამყვანი სოლისტი; 1942 წლიდან თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებლის პედაგოგი; 1967-1968წწ. ქ. ტოკიოს "ტოკიო ბალეტ"-ის ბალეტმაისტერ-რეპეტიტორი; 1978-1979წწ. ქ. სტოკჰოლმის სამეფო ბალეტის თეატრში ბალეტმაისტერ-რეპეტიტორი; 1983-1984წწ. თურქეთში ბალეტმაისტერ-რეპეტიტორი; ქართული რეპერტუარი: თავადი ზაალი, ჯარჯი (ა. ბალანჩივაძე "მთების გული"), დავრიში (გრ. კილაძე "სინათლე", 1947 წელს პრემიერა), მამია, გორდა, სოკოლოვი(დ. თორაძე "გორდა", 1949 წელს პრემიერა), იაგო (ა. მაჭავარიანი "ოტელო", 1956 წელს პრემიერა), დემონი (ს. ცინცაძე "დემონი"), სოლისტი, მასხარა (ბ. კვერნაძე "ქორეოგრაფიული ნოველები", "სერაფიტა"); ქართული დადგმები, ბალეტები: ბ. კვერნაძე "ქორეოგრაფიული ნოველები"(1964, პრემიერა, 1978, დაიდგა სტოკჰოლმში), გლუკი-ნასიძე "ორფეოსი და ევრიდიკე"(1963), ბ. კვერნაძე "სერაფიტა"; ცეკვები ქართულ საოპერო სპექტაკლებში: ა. კერესელიძე "ბერუჩა" (1956, პრემიერა), ა. ანდრიაშვილი "ჩხიკვთა ქორწილი" (1954, პრემიერა), ა. შავერზაშვილი "მარინე"(1955, პრემიერა, ქორეოგრაფ ს. ნონიაშვილთან ერთად), ი. გოკიელი "წითელქუდა" (1958, პრემიერა), დ. თორაძე "ჩრდილოეთის პატარძალი" (1958, პრემიერა), მ. ბალანჩივაძე "დარეჯან-ცბიერი" (1959); მუსიკალური კომედია: შ. მილორავა "ჩანჩურა" (1976); ლიბრეტო: ბ. კვერნაძე "ქორეოგრაფიული ნოველები" (1964), მისივე "მხატვრის სახელოსნოში"; სხვა რეპერტუარი: კოპელიუსი (დელიბი "კოპელია"), ზიგფრიდი, დეზირე (ჩაიკოვსკი "გედების ტბა", "მძინარე მზეთუნახავი"), კოლენი (ჰერტელი "ამაო სიფრთხილე", 1945), ალბერტი (ადანი "ჟიზელი", 1948), ვაცლავი (ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი"), სატირი (გუნო "ვალპურგის ღამე"), ჯოტო (ჩაიკოვსკი "ფრანჩესკა და რიმინი"); სხვა დადგმები და წამყვანი პარტიები: ლი შანფუ (1950, დადგმა და წამყვანი პარტია, გლიერი "წითელი ყაყაჩო"), ფრონდოსო (1948, კრეინი "ლაურენსია"), მოცარტი "ჯადოსნური ფლეიტა", გლუკი-ნასიძე "ორფეოსი და ევრიდიკე", ბ. კვერნაძე "მხატვრის სახელოსნოში"; გადაღებულია კინოფილმებში: "ქართული ბალეტის ოსტატები"(რეჟისორი შ. მანაგაძე, ვ. ჭაბუკიანი, კომპოზიტორი გრ. კილაძე, ა. კრეინი), "ოტელო" (1960, რეჟისორი ვ. ჭაბუკიანი. იაგო), "ვერის უბნის მელოდიები" (1973, გ. შენგელაია, კომპოზიტორი, გ. ცაბაძე. პირველი ქართული კინო-მიუზიკლი. ფოსტალიონი), "აურზაური სალხინეთში" (1975, რეჟისორი ლ. ღოღობერიძე. რიჩარდი), "კავკასიური რომანსი" (1975, რეჟისორი რ. გაბრიაძე. მამედა); გასტროლები: აშშ, არგენტინა, ავსტრია, პოლონეთი, უნგრეთი, საფრანგეთი (თბილისის საბალეტო დასთან ერთად); არის მსოფლიო სტუდენტობის ფესტივალის (ბუდაპეშტი) II ხარისხის პრემიის მფლობელი (1949). ბალეტმაისტერი, ლიბრეტისტი, კინო-მსახიობი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 254; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.335

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1996 - ღირსების ორდენი
    ქართული საბალეტო ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი თვალსაჩინო მოღვაწეობისათვის
  • 1958 - ლენინის ორდენი
  • 1955 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1951 - სტალინური პრემია
  • 1948 - სტალინური პრემია
  • 1946 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: