The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



რევაზ კიკნაძე

რევაზ კიკნაძე
Date of birth:29 September, 1960  (64 years)
Category:Composer, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1982 წელს(კლასიკური ფილოლოგია), ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1991 წელს(საკომპოზიციო).

სწავლის პერიოდში უკრავდა ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ჯაზ-კვინტეტში, საქართველოს ტელევიზიის ბიგ-ბენდში; 1981-1990წწ. კერძოდ სწავლობდა კომპოზიციას მ. შუღლიაშვილთან; იყო ანჩისხატის მგალობელთა გუნდის წევრი; 1991-1994წწ. სწავლობდა ლიუბეკის(გერმანია) უმაღლეს მუსიკალურ სასწავლებელში, პედაგოგი ფ. დოელი(კომპოზიცია), პარალელურად , 1993 წლიდან პედაგოგ დ. რაიდთან(ელექტრონული მუსიკა), მუშაობდა ელექტრონულ სტუდიაში; იქვე 1998 წელს დაიცვა დიპლომი კომპოზიციაში, 2001 წლიდან არის კომპოზიციის მაგისტრი; 1992-1994წწ. იყო ანსმბლ "Nuova Sonanza"-ს წევრი; თანამშრომლობდა იაპონურ-გერმანულ თანამედროვე ბალეტის თეატრთან "Tatoeba-theatre dance grotesque"; 1998-2011წწ. ლიუბეკის უმაღლესი მუსიკალური სასწავლებლის დოცენტი(ელექტრონული კომპოზიცია), 1998-2011წწ. ლიუბეკის მუსიკალური სკოლის პედაგოგი(საქსოფონი და იმპროვიზაცია); 2000 წლიდან თანამშრომლობს თანამედროვე საბალეტო დასთან "Tanz-Ort Nord"; 2000-2003წწ. თავისუფალი იმპროვიზაციის ანსამბლ "Resolution Group" ხელმძღვანელი; ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, თბილისის ილიას უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი, ელექტროაკუსტიკური და კომპიუტერული მუსიკის მიმართულების ხელმძღვანელი, 2011-2019წწ. ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი; 2020 წლიდან არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული პროფესორი. ატარებს ლექციებსა და მასტერკლასებს ელექტროაკუსტიკურ მუსიკაში. თხზულებები, საორკესტრო და კამერულ-ინსტრუმენტული: E-LEGIE სიმებიანი კვარტეტისა და კონტრაბასისათვის(1987-1992), 2 ცეკვა ფორტეპიანოსათვის(1986), სონატა კლარნეტისა და ფორტეპიანოსათვის(1986), "MELISMATA" დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის(1998), ნოქტიურნი ქალის ხმისათვის(1991), 4 ბაგატელი სიმებიანი კვარტეტისათვის(1993), "ME NOLENTE" ვიოლინოს, ვიოლონჩელოსა და ფორტერპიანოსათვის(1994), "Come in sogno" უვერტიურა ორკესტრისათვის(1994), "LITTERAE" 2 მარიმბასთვის(1994), FOF-VARIATIONEN ელექტრონიკისათვის(1998), "ნიღბები" საორკესტრო(2000), მედიტაციების თემაზე "ARTIFICIUM ARTIS" საქსოფონისა და ელექტრონიკისათვის(2000), Concertante ჩასაბერი საკრავებისა და 20 სიმებიანისთვის(2001), "ჩიკაგო" საქსოფონისა და ელექტრონიკისათვის(2005); გადაღებულია დოკუმენტურ კინო-ფილმში "ხახვის ცრემლები"(2001, რეჟისორი ლ. ღლონტი); საქსოფონისტი, ჯაზმენი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 255;  საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 34

Awards and Honors

  • 1997 - ბრაუნშვაიგის ახალი აკადემიის პრიზი
  • 1993 - მარი-ლუიზ-ბუშის ფონდის პრიზი კომპოზიციაში

Share: