The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ოთარ რამიშვილი

ოთარ რამიშვილი
დაბადების თარიღი:24 ოქტომბერი, 1934
გარდაცვ. თარიღი:6 ოქტომბერი, 2011  (76 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი
კატეგორია:კომპოზიტორი, მომღერალი, პედაგოგი, პოეტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დიდ ესტრადაზე გამოვიდა 1982 წელს. მღეროდა საკუთარ სიმღერებს ძირითადად საკუთარ და ქართველი პოეტების ლექსებზე. გაბზარული ხმით, თავისებური მანერით, ემოციურად უმღეროდა თბილისს, სიცოცხლეს, სიყვარულს. გამოცემული აქვს ლექსების კრებულები: "იების თოვლი", "იების თოვლი –2", "ფიქრების ზღვა" და სხვა. ესტრადის მომღერალი.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.458

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მწერალთა კავშირი(ამჟამინდელი "მწერალთა სახლი") , წევრი (2004-2011)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2009 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 2007 - ღირსების ორდენი
  • 1956 - საესტრადო სიმღერების რესპუბლიკური ფესტივალი, ლაურეატი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: