The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო კირვალიძე

ნინო კირვალიძე
დაბადების თარიღი:22 ნოემბერი, 1938
გარდაცვ. თარიღი:24 იანვარი, 2023  (84 წლის ასაკში)
კატეგორია:მოცეკვავე, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიურ ინსტიტუტი 1967 წელს.

1958-1987წწ. იყო საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (ახლანდ. ნ. რამიშვილისა და ი. სუხიშვილის სახ. ქართული ნაციონალური ბალეტი) წამყვანი მოცეკვავე; წარმატებით მონაწილეობდა ანსამბლის თითქმის მთელ რეპერტუარში. განსაკუთრებით გამოირჩევა მის მიერ შესრულებული ცეკვები: "ქართული", "სამაია", "ხევსურული", "ხომლი", "ხაბარდა", "ხონგა", "წყაროსთან", "აჭარული", თინათინის პარტია ი. სუხიშვილის მიერ დადგმულ "ქაჯეთის ციხის აღებაში" და სხვ. მისი შესრულება გამოირჩეოდა მაღალი პროფესიონალური ოსტატობოთ, ფაქიზი გემოვნებით, ეროვნული კოლორიტის გრძნობით. იყო მოსკოვის ახალგაზრდობისა და სტუდენტთა VI საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატი, I ხარისხის დიპლომისა და ოქროს მედალის მფლობელი (1957). 1985–2015წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას ი. სუხიშვილის სახელობის სკოლა-სტუდიაში.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 261; სუხიშვილები: facebook.comსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 61; ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი/ გიორგი სუხიშვილი.-თბ.,1988.-გვ.213

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2002 - ღირსების ორდენი
  • 1972 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1963 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

გააზიარე: