შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დევი უგრეხელიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა თიანეთი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი. 1961-1964წწ. სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრის ასპირანტურაში; 1964 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1965 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ქსენობიოტიკთა ლაბორატორიას; პარალელურად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრაზე. 1974 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1977 წლიდან პროფესორი; 1975-1996წწ. იყო საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე; 1996-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. წყარო: დევი უგრეხელიძე : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. -თბილისი, 2012. - 12 სექტემბერი. - N174 (7050). - 11გვ. (dspace.nplg.gov.ge) ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |