The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დევი უგრეხელიძე

დევი უგრეხელიძე
დაბადების თარიღი:13 დეკემბერი, 1936
გარდაცვ. თარიღი:9 სექტემბერი, 2012  (75 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ქიმიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: დაბა თიანეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტი.

1961-1964წწ. სწავლობდა ამავე უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრის ასპირანტურაში; 1964 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1965 წლიდან ხელმძღვანელობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მცენარეთა ბიოქიმიის ინსტიტუტის ქსენობიოტიკთა ლაბორატორიას; პარალელურად მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანული ქიმიის კათედრაზე. 1974 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1977 წლიდან პროფესორი; 1975-1996წწ. იყო საქართველოს სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე; 1996-2006წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი. 

წყარო: დევი უგრეხელიძე : ხსოვნა // საქართველოს რესპუბლიკა. -თბილისი, 2012. - 12 სექტემბერი. - N174 (7050). - 11გვ. (dspace.nplg.gov.ge)

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპონდენტი (1988-2012)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: