The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით კინწურაშვილი

დავით კინწურაშვილი
Date of birth:14 July, 1978  (46 years)
Category:Conductor, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის III მუსიკალური სასწავლებელი 1996 წელს, ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 2002 წელს(გუნდის დირიჟორობა).

2000-2002წწ. იყო ვ. სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის და ი. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთობლივი ესპანურ-ქართული გუნდის "Cantus Choralis" სამხატვრო ხელმძღვანელი; 2000-2002წწ. თბილისის კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტის დოცენტი; 2006 წელს მოიპოვა მიუნხენის მუსიკისა და თეატრის Hohschule-ს საორკესტრო დირიჟორის დიპლომი, ხოლო 2008 წელს საორკესტრო დირიჟორის მაგისტრის ხარისხი; 2011 წელს ლატვიის კულტურის აკადემიის კულტურისა და მედიის მენეჯმენტის მაგისტრის წოდება; 2009-2011წწ. იყო ჰამბურგის მუსიკალური და თატრალური უმარლესი აკადემიის საორკესტრო სადირიჟორო ფაკულტეტის სტუმარი-სტუდენტი, პედაგოგი ქრისტოფ პრიკისი; ამავე წლიდან მუშაობდა ჰამბურგის კონსერვატორიაში სასწავლო პროექტ GUS-ის ფარგლებში საორკესტრო სადირიჟორო ფაკულტეტის მუსიკალურ პროექტებზე, მათ შორის: "ოპერა ყველა ბავშვს", ფესტივალი "ჟღერა და სივრცე", პროფესორ ბ. ვაილის ასისტენტი, ახორციელებდა ფესტივალის მენეჯმენტსა და მარკეტინგს; მასტერკლასები გაიარა 2007, 2009, 2010წწ. პროფესორებთან: კ. მაზურთან, დ. ბოსტოკთან, ქ. პრიკისთან; უდირიჟორა: მიუნხენის, ინგოლშტატის, ბავარიის, კანადის, შვეიცარიის, ვენის, ჰამბურგის სიმფონიურ ორკესტრებსა და საოპერო სპექტაკლებს; 2010-2014წწ. იყო მიუნხენის ელიზაბეთ გასტის ხელოვნების ფონდის მუსიკალური ხელმძღვანელი, მიუნჰენის "ბავარიის საბავშვო და ახალგაზრდული ფილარმონიის ორკესტრისა და გუნდის" პროექტების ავტორი და ხელმძღვანელი; 2013 წლიდან თბილისის კონსერვატორიის მუსიკალური მენეჯმენტის ფაკულტეტის პედაგოგი("Basic of Management", "Music Management") და საორკესტრო დირიჟორის კლასი; 2014 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი; ატარებს მასტერკლასებს: თბილისის კონსერვატორიაში, თბილისის გოეთეს ინსტიტუტში; რეპერტუარი შესრულებული საქართველოში: ჰაიდნი ორატორია "სამყაროს შექმნა"(2015), ო. თაქთაქიშვილი "მინდია", ვერდი "აიდა", "ტრუბადური", "ბალ-მასკარადი", "რიგოლეტო", "ნაბუქო", დონიცეტი "დონ პასკუალე", ლეონკავალო "ჯამბაზები"(ყველა საკონცერტო შესრულება), მოცარტი "ჯადოსნური ფლეიტა"; რეპერტუარი შესრულებული უცხოეთში: როსინი "კონკია", ვაგნერი "მფრინავი ჰოლანდიელი", გლუკი "ალცესტა", ბრუკნერი სიმფონია N9; მონაწილეობდა ფესტივალში: თბილისის "საახალწლო ფესტივალი", "ზამთრის აკადემია", ჰამბურგის წმინდა იაკობის საკათედრო ტაძარში მიუნხენის ქართულ გუნდთან "იბერი". 2014-2016წწ. თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 260


Share: