The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ფატმა კობალაძე

ფატმა კობალაძე
დაბადების თარიღი:2 ნოემბერი, 1927
გარდაცვ. თარიღი:21 აგვისტო, 2014  (86 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:ფერიის სასაფლაო, ბათუმი
კატეგორია:მოცეკვავე

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1939 წელს.

სასწავლებლის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო დამსახურებულ ანსამბლში; 1944–1979წწ. იყო აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწ. ანსამბლის წამყვანი მოცეკვავე (ქორეოგრაფი – ე. ხაბაძე), სადაც სამ ათეულ წელზე მეტი გაატარა; მოცეკვავის მრავალმხრივი და მრავალფეროვანი რეპერტუარიდან გამორჩეული იყო "განდაგანა", "ყაზბეგური", "ჩაგუნა", "წყაროსთან", "თებრონე მიდის წყალზედა", "ნეტავი გოგოვ მე და შენ", "ოსური", "ლაზური" და სხვა. წარმატებით ასრულებდა რუსულ, აზერბაიჯანულ, ესპანურ, მოლდავურ, ბულგარულ და სხვა ხალხთა ცეკვებს. 2011 წელს გაიხსნა ფატმა კობალაძის სახელობის ვარსკვლავი ბათუმის ი. ჭაჭავაძის სახ. თეატრთან. გასტროლებით იმყოფებოდა ბულგარეთში, პოლონეთში, თურქეთში, ეგვიპტეში, სირიასა და სსრკ სხვადასხვა ქვეყნებში. მოცეკვავე-სოლისტი.

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 262; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5. - თბ. 1980. -გვ. 565; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.101; კარგ ქართველთა საფლავები: facebook.comსაქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 95

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2004 - მემედ აბაშიძის სახელობის პრემია
  • 1998 - ღირსების ორდენი
    ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • 1976 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1956 - საქართველოს დამსახურებული არტისტი
  • 1948 - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული არტისტი

გააზიარე: