შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რომან რცხილაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. როგორც პიანისტი, მომღერალი და სამხატვრო ხელმძღვანელი მოღვაწეობდა სხვადასხვა ანსამბლში: 1970–1975წწ. "ციცინათელა"; 1975–1979წწ. "75"; 1979–1981წწ. "დიელო"; 1981–1986წწ. "ნატვრის ხე"; 1987–1996წწ. მოღვაწეობდა მოსკოვში, შემდეგ ისევ თბილისში; 1997–1999წწ. ანსამბლში "მხოლოდ შენ ერთს"; 1999 წლიდან ტელე–რადიო დეპარტამენტის საესტრადო ორკესტრ "ბიგ–ბენდის" დირიჟორია. 2000 წელს გამოვიდა ალბომი – "სპილო" და "სუფთა ჰაერი". პიანისტი, კომპოზიტორი, მომღერალი, საესტრადო მუსიკის რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების არაერთგზის ლაურეატი, მათ შორის: საესტრადო მუსიკის რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატი, თბილისის ჯაზ–ფესტივალის I ადგილი (1977), ფესტივალი "ბიჭვინთა - 81" გრან-პრის (ანსაბლ "ნატვრის ხესთან" ერთად, 1981). წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.458; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.283 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |