The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან რცხილაძე

რომან რცხილაძე
დაბადების თარიღი:1953  (71 წლის)
კატეგორია:კომპოზიტორი, მომღერალი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

როგორც პიანისტი, მომღერალი და სამხატვრო ხელმძღვანელი მოღვაწეობდა სხვადასხვა ანსამბლში: 1970–1975წწ. "ციცინათელა"; 1975–1979წწ. "75"; 1979–1981წწ. "დიელო"; 1981–1986წწ. "ნატვრის ხე"; 1987–1996წწ. მოღვაწეობდა მოსკოვში, შემდეგ ისევ თბილისში; 1997–1999წწ. ანსამბლში "მხოლოდ შენ ერთს"; 1999 წლიდან ტელე–რადიო დეპარტამენტის საესტრადო ორკესტრ "ბიგ–ბენდის" დირიჟორია. 2000 წელს გამოვიდა ალბომი – "სპილო" და "სუფთა ჰაერი". პიანისტი, კომპოზიტორი, მომღერალი, საესტრადო მუსიკის რესპუბლიკური და საერთაშორისო კონკურსების არაერთგზის ლაურეატი, მათ შორის: საესტრადო მუსიკის რესპუბლიკური კონკურსის ლაურეატი, თბილისის ჯაზ–ფესტივალის I ადგილი (1977), ფესტივალი "ბიჭვინთა - 81" გრან-პრის (ანსაბლ "ნატვრის ხესთან" ერთად, 1981).

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.458; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.283

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1998 - ღირსების ორდენი
    თანამედროვე ქართული საესტრადო ხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისათვის

გააზიარე: