The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ავთო ვარაზი

ავთო ვარაზი
ოფიციალური სახელი:ავთანდილ ვარაზაშვილი
დაბადების თარიღი:25 ოქტომბერი, 1926
გარდაცვ. თარიღი:3 მარტი, 1977  (50 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:საბურთალოს პანთეონი, თბილისი
კატეგორია:არქიტექტორი, მხატვარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა  თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1948 წელს.

ავთო ვარაზი ქართული მხატვრობაში პირველი იყო ვინც კოლაჟის ტექნიკა გამოიყენა. მის შემოქმედებაში ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა რელიგიურ მოტივებს. წლების განმავლობაში მუშაობდა სამუზეუმო ექსპოზიციის გაფორმებაზე. მან მხატვრულ გაფორმებაში მთავარ მაორგანიზებელ ელემენტად ფერი აქცია, სადაც მნიშვნელოვანი ობიექტები ფერადოვანი აქცენტების მეშვეობით იყო გამოყოფილი: 1961 წელს ჯანაშიას მუზეუმის არქეოლოგიური განყოფილების გამოფენა, ფეოდალიზმის ეპოქის განყოფილების გამოფენა; რუსთაველისადმის მიძღვნილი გამოფენა სურათების გალერეაში; ლიტერატურული მუზეუმი; იოსებ გრიშაშვილის და გიორგი ლეონიძის სახლ-მუზეუმები. მხატვრულად გააფორმა აგრეთვე რეჟისორ გიორგი შენგელაიას კინოფილმი "ფიროსმანი", სადაც ფიროსმანის  როლი მანვე შეასრულა (1969). მისი ტილოები მსოფლიოს მუზეუმებშია წარმოდგენილი, მაგრამ ზოგიერთი ნამუშევრის ბედი დღემდე უცნობია. მხატვრის ნამუშევრებიდან "ხარის თავი" ნიუ-ორკის "მოდერნ არტის" მუზეუმში ინახება, მეორე, კვლავ "ხარის თავის" სახელწოდებით, თუმცა სინამდვილეში "კრავის თავს" წარმოადგენს - აშშ-ის ზიმერლის ნონკომფორმისტულ მუზეუმში; მესამე, "ხარის თავი" - ალექსანდრე გლეზერთან პარიზში, ხოლო "რვაფეხა" კი კოსტაკისის კერძო კოლექციაში საბერძნეთში. მისი 15 ნამუშევარი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ასევე, ქუთაისის, ცაგერის, ამბროლაურის და სენაკის სახვითი ხელოვნების მუზეუმებში ინახება.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.464


გააზიარე: