The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე ვაჩეიშვილი

ალექსანდრე ვაჩეიშვილი
დაბადების თარიღი:12 აპრილი, 1886
გარდაცვ. თარიღი:31 ივლისი, 1964  (78 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის პანთეონი, თბილისი
კატეგორია:იურისტი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1912 წელს.

1915 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ოდესის კერძო გიმნაზიაში; 1921 წელს ოდესის სახალხო განათლების ინსტიტუტში ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და აირჩიეს ლექტორად, მაგრამ აქ დიდხანს არ დარჩენილა - 1922 წელს ივანე ჯავახიშვილის მოწვევით ჩამოდის სამშობლოში და აქტიურად მონაწილეობს თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის (ეკონომიკური და იურიდიული განყოფილებების) ჩამოყალიბებაში; 1932 წლიდან სამი ათეული წლის მანძილზე განაგებდა უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრას. ფართო ერუდიცია, მეცნიერული მუშაობის მაღალი კულტურა, უცხო ენების ცოდნა მას საშუალებას აძლევდა შეექმნა ფუნდამენტური გამოკვლევები სამართლის თეორიასა და ისტორიაში; დამუშავებული აქვს შუა საუკუნეების საქართველოს სისხლის სამართლის, ფეოდალური მიწათმფლობელობისა და ფეოდალური სახელმწიფოებრივი წყობილების მნიშვნელოვანი პრობლემები. მის კალამს ეკუთვნის 3 ტომიანი ნარკვევები ქართული სამართლის ისტორიიდან. დიდია მეცნიერის ღვაწლი ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დადგენა-დამუშავებაში და რუსულიდან ქართულ ენაზე იურიდიული ლიტერატურის თარგმნის საქმეში.

წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.467; მამულიშვილთა სავანე.-თბ.,1994.-გვ. 145

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1946 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე
  • ლენინის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: