Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსანდრე ვაჩეიშვილი![]()
Biographyდაამთავრა ოდესის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1912 წელს. 1915 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ოდესის კერძო გიმნაზიაში; 1921 წელს ოდესის სახალხო განათლების ინსტიტუტში ჩააბარა სამაგისტრო გამოცდები და აირჩიეს ლექტორად, მაგრამ აქ დიდხანს არ დარჩენილა - 1922 წელს ივანე ჯავახიშვილის მოწვევით ჩამოდის სამშობლოში და აქტიურად მონაწილეობს თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკური ფაკულტეტის (ეკონომიკური და იურიდიული განყოფილებების) ჩამოყალიბებაში; 1932 წლიდან სამი ათეული წლის მანძილზე განაგებდა უნივერსიტეტის სისხლის სამართლის კათედრას. ფართო ერუდიცია, მეცნიერული მუშაობის მაღალი კულტურა, უცხო ენების ცოდნა მას საშუალებას აძლევდა შეექმნა ფუნდამენტური გამოკვლევები სამართლის თეორიასა და ისტორიაში; დამუშავებული აქვს შუა საუკუნეების საქართველოს სისხლის სამართლის, ფეოდალური მიწათმფლობელობისა და ფეოდალური სახელმწიფოებრივი წყობილების მნიშვნელოვანი პრობლემები. მის კალამს ეკუთვნის 3 ტომიანი ნარკვევები ქართული სამართლის ისტორიიდან. დიდია მეცნიერის ღვაწლი ქართული იურიდიული ტერმინოლოგიის დადგენა-დამუშავებაში და რუსულიდან ქართულ ენაზე იურიდიული ლიტერატურის თარგმნის საქმეში. წყარო: თბილისი – ენციკლოპედია. – თბ., 2002 – გვ.467; მამულიშვილთა სავანე.-თბ.,1994.-გვ. 145 Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |