The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით კობახიძე

დავით კობახიძე
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1935
გარდაცვ. თარიღი:30 ივლისი, 2003  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:მსახიობი, რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ბელიწყუ, ხობის რაიონი.

დაამთავრა თბილისის თეატრალური ინსტიტუტი 1967 წელს(სარეჟისორო).

1967-1970წწ. იყო ქ. ზუგდიდის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1970-1973წწ. საქართველოს ტელევიზიის რეჟისორი, 1973-1976წწ. ქ. სოხუმის თეატრის მთავარი რეჟისორი, 1976-1978წწ. თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის რეჟისორი, 1978-1980წწ. თბილისის შ. რუსთაველის სახელობის თეატრის რეჟისორი; 1976 წლიდან პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის მსახიობის ოსტატობის კათედრაზე, 1988 წლიდან ამავე ინსტიტუტის დრამის ფაკულტეტის დეკანი, დოცენტი(1983), პროფესორი(1994); ქართული მუსიკალური კომედიები: ლ. იაშვილი "ირმისა"(1973, პრემიერა), შ. მილორავ "სათაგური"(1976, პრემიერა), "ყარამანი ცოლს ირთავს"(1976, პრემიერა), "ჩემი კეთილი მეზობელი"(1977, პრემიერა), შ. ჯოჯუა "სტუმარი და მასპინძელი"; იყო რეჟისორი და სცენარისტი დოკუმენტური კინოფილმისა "ზ. ფალიაშვილი"(1970), მხატვრული კინოფილმებისა: "სულიკო"(1990), "სევდიანი საყვირი"(1982); მონაწილეობდა მხატვრულ ფილმებში: "არ დაიდარდო"(1968, რეჟისორი გ. დანელია), "ცარიელი ბინა"(1987, რეჟისორი დ. ბათიაშვილი).

წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 262

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1975 - აფხაზეთის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე

გააზიარე: