Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
თეიმურაზ კობახიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საფორტეპიანო ფაკულტეტი 1948 წელს; 1962 წელს სადირიჟორო ფაკულტეტი. 1952-1962წწ. იყო ქ. ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი; 1962-1968წწ. ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის დირიჟორი, პარალელურად თბილისის მუსიკალური კომედიის თეატრის მთავარი დირიჟორი; 1968 წლიდან გარდაცვალებამდე ქ. ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მთავარი დირიჟორი, 1972-1986წწ. იქვე, სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი; ქართული რეპერტუარი, ოპერები: ზ. ფალიაშვილი "აბესალომ და ეთერი", "დაისი", ვ. დოლიძე "ქეთო და კოტე", ა. ბუკია "დაუპატიჟებელი სტუმრები", ა. კერესელიძე "ბაში-აჩუკი", ო. თაქთაქიშვილი "მინდია", ი. გოკიელი "წითელქუდა", "ბროლის ქოში"; ბალეტები: ს. ცინცაძე "პოემა", ჰერტელი "ბებია და შვილიშვილი", მინკუსი "დონ-კიხოტი", ასაფიევი "ბახჩისარაის შადრევანი", ბიზე-შჩედრინი "კარმენ-სიუიტა"; მუსიკალური კომედიები: გ. ცაბაძე "ჩემი ქუჩა"(1968), "ჩემი შეშლილი ძმა", ა. კერესელიძე "ალუბლები ყვავიან"; სხვა რეპერტუარი: ვერდი "რიგოლეტო, "ტრავიატა", "ტრუბადური", პუჩინი "ჯანი სკიკი", დონიცეტი "ლუჩია დი ლამერმური", ოფენბახი "პერიკოლა", ჩაიკოვსკი "ევგენი ონეგინი", დარგომიჟსკი "ალი", რახმანინოვი "ალეკო", პროკოფიევი "სემიონ კოტკო"; თეიმურაზ კობახიძის სახელი მიენიჭა ქ. ქუთაისის სიმფონიურ ორკესტრს; პიანისტი, საოპერო და სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი. 1986 წელს ქუთაისის სიმფონიურ ორკესტრს მიენიჭა თ. კობახიძის სახელი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 262; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ. 98 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |